დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016279 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, №165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 168 საშტატო ერთეულით.“; |
ბ)
დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების“ (დანართი №1) მე-11 მუხლის:
|
|
ბ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებაა: ა) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა; ბ) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; გ) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება; დ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; ე) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ზ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა; ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად; კ) სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა-მექანიზმების აღრიცხვა-მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, საწვავის ხარჯვის კონტროლი და აღრიცხვა. სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა; ლ) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა.“. |
ბ.ბ)
61 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები