„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016249
30
24/05/2018
ვებგვერდი, 30/05/2018
010260020.35.118.016249
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 24 მაისი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016243 შევიდეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური

1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერიის   სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სამსახურს აქვს საკუთარი ბეჭედი.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მუნიციპალიტეტსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის  გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ  ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების კონტროლი, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული  მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელ სამუშაოებზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბაჩანა მარკოიშვილი