დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.020556 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 040090000.10.003.020314) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა: ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა; ბ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა, მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა; გ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა (გარდა ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ასევე უზრუნველყონ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 3 სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამავე დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის №2 დანართი:
„დანართი №2
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები