„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016372
68
23/05/2018
ვებგვერდი, 28/05/2018
010250020.35.119.016372
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №68

2018 წლის 23 მაისი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის დამტკიცების  შესახებ“  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.119.016366) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის  24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამათა ორგანიზება-ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა  და  იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური). “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე