დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016369 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge . 010250050.35.119.016364) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები