დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017535 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017036) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. 30 ივნისი არის ხელნაწერის დღე.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის: ა.ა.ა) „ა.ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება;“. ა.ა.ბ) „ა.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შენაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი: „ა.ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური;“. ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტი;“. ბ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია; ბ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გამოფენებისა და პროექტების მომზადება და მათი კოორდინირება; გ) საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი: „82. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ფუნქციებია: ა) ცენტრის საქმიანობის (სამეცნიერო, საგამოფენო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი) შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, ასევე ცენტრის მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა; ბ) ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაცია; სამეცნიერო პროექტების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; გ) სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება; დ) მარკეტინგული კვლევა; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება (საორგანიზაციო განყოფილებასთან კოორდინაციით); ბ) კონფერენციების და სემინარების მასალების და სამეცნიერო-საინფორმაციო ლიტერატურის შეგროვება და საგამომცემლო სამსახურისთვის გადაცემა; გ) საზღვარგარეთის შესაბამის სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება; დ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების მომზადება; ე) სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; ე) მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და სეზონური სკოლების ორგანიზებაში მონაწილეობა (სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტთან ერთად);“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები