დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ" 2018 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.127.016296 |
23
30/05/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
210020010.35.127.016296
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ" 2018 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
|
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ’’ 2018 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად
, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვალის №8 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 03/03/2018; სარეგისტრაციო კოდი:210013000.35.127.016281) და დანართი №1-ის მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
„მუხლი 7. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები