„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.127.016292
19
30/05/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
010260020.35.127.016292
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 30 მაისი

ქ. ზესტაფონი

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №10 (სსმ, ვებგვერდი, 14/03/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.127.016283) დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

ამოღებულია.“

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს  შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის“.

3. მე-11 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13.  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები

საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:

ა) ახორციელებს მერიის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, პირთა მოწვევას, თათბირზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მასალების გამრავლებას და დარიგებას მოწვეულ პირებზე და ამ თათბირების ოქმების შედგენას;

ბ) უზრუნველყოფს პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას;

დ) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ე) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

ვ) ახორციელებს კონტროლს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

ზ) აფორმებს მერიის პროფესიულ მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის გრაფიკს, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

ი) ამზადებს წინადადებებს საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის, კადრების საჭიროების, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიას;

კ) განსაზღვრავს გადამზადების პროგრამას, კონტროლს ახორციელებს მუნიციპალურ პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე, უზრუნველყოფს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ლ) ამზადებს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის, ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების შესახებ;

მ) ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა რეზერვს და კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს პირების რეზერვში შეყვანას და ამორიცხვას;

ნ) ორგანიზაციას უწევს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების ხელშეწყობას თვითმმართველობის მერიის სამსახურებში;

ო) უზრუნველყოფს მერიის სამსახურების კორესპონდენციის გაგზავნას და მათ სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ და ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;

პ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე მერიის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადის დაცვას, აკონტროლებს დოკუმენტის შესრულებას და ამზადებს ინფორმაციას შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ჟ) უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს. უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტპორტალის, საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას;

ბ) უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში (საკრებულოსა და მერიის) და მათ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი;

გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

დ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.“.

6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ფუნქციები

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება და ერთგვაროვნების დადგენა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;  

გ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „e’’ პლანში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის  შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება;

ე) შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა და ა.შ.;

ვ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;

ზ) ტენდერის გამოცხადება და სტატუსების თანმიმდევრობითი მინიჭება;

თ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებას, დამუშავებას, გაფორმებას, ვადების კონტროლს, ხელშეკრულების სტატუსების მინიჭება, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;

კ) კონტროლი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და მისი წარმართვა;

ლ) პრეტენდენტებთან დავების წარმოშობის შემთხვევაში შემსყიდველის ინტერესების დაცვას;

მ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება და ელ. სისტემაში ატვირთვა-განთავსება;

ნ) ანგარიშსწორებისას მიღება-ჩაბარების აქტებისა და ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი;

ო) ფაქტობრივად  შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას ელ. სისტემაში;

პ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა;

ჟ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

რ) ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;

ს) სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;

ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე