„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020555
240
18/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
040030000.10.003.020555
„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო  საბჭოს ჩამოყალიბების  შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2013,  040030000.10.003.017267) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეიქმნას ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

მამუკა ბახტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

გრიგოლ ჭირაქაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი;

ელგუჯა მელაძე – ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული მისამართია:  ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. №3.“;

ბ) მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის მოვალეობას  ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.“;

გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო საფასური;

ბ) გრანტები ან/და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;    

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი