„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016516
57
17/05/2018
ვებგვერდი, 23/05/2018
010250050.35.143.016516
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2018 წლის 17 მაისი

ხაშური

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 30 სექტემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/10/2014;  010250050.35.143.016289) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“  და „თ“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სტრუქტურა, ფუნქციები, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები, სახელფასო დანამატები და სამივლინებო ხარჯები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;

ბ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირთა ვინაობა, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი ორგანოების, მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;“;

„თ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირთა საქმიანობის ანგარიშები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;‘‘ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი