დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100040000.22.038.016994 |
|
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/07/2014, 100040000.22.038.016386) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის : 1. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -11 პუნქტი : „11. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე აწარმოებს ხანგრძლივი პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №4), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში .“. 2. დანართი №3-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №4: „დანართი №4 მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემნების აღრიცხვის ბარათი მსჯავრდებულის გვარი ___________________________________ მსჯავრდებულის სახელი __________________________________ მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________ მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________ გასამართლებულია : ________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ სასჯელის ვადა ____________________________________________________________________ სასჯელის დასაწყისი _______________________________________ სასჯელის დასასრული ______________________________________ განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________ ტიპი /საშიშროების რისკი ____________________________________ ხანგრძლივი პაემნის უფლების მქონე პირები
განხორციელებული პაემნების აღრიცხვა
№__ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურის სახელი , გვარი , თანამდებობა და ხელმოწერა _________________________________________________ _________________________________________________“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები