„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016999
93
24/05/2018
ვებგვერდი, 25/05/2018
100020020.22.038.016999
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №93

2018 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016526) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების :

 

1. მე -7 მუხლის ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1და 2ქვეპუნქტები :

1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა , განხორციელებული საბუღალტრო -საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება , მათ შორის , მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა ;

2) საჭიროებისამებრ , არანაკლებ კვარტალში ერთხელ , სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი “) შედარება და ხელმოწერით დადასტურება .“.

2. მე -14 მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე , ოპერატიულ მორიგესთან ერთად , ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმისა და მასზე დართულიბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებმინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით . გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში  მითითებულ  მონაცემებთან .

7. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერსბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებმინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს .“.

3. 28- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოებაბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებმინისტრის   ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად .“.

4. 39- მუხლის მე -16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„16. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში .“.

5. 43- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 43. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი

ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ვიდეოპაემანი ხორციელდებამსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზემინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .“.

6. 45- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 45. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრებაბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ “ მინისტრის  ბრძანებით  დადგენილი  წესით .“.

7. 77- მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„8. მსჯავრდებულს უფლება აქვს , ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას , რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82- მუხლის პირველი ნაწილისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ . ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება , რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში . თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება , მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი . თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე , ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება . წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი , რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული .“.

8. 84- მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი , დისციპლინური პატიმრობის ვადა , დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა დამსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის , მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზემინისტრის  ბრძანებით .”.

9. დანართი №11-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12:

 

 

დანართი №12

 

მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 

მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

 

მსჯავრდებულის სახელი __________________________________

 

მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

 

მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

 

გასამართლებულია : ____________________________________________

 

______________________________________________________________

 

სასჯელის ვადა ________________________________________________

 

სასჯელის დასაწყისი _______________________________________

 

სასჯელის დასასრული ______________________________________

 

განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

 

ტიპი /საშიშროების რისკი ____________________________________

 

 

ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

 

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადიდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე (კუთვნილი , წახალისებით )

გვარი , სახელი , მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის

დაწესებულების მოსამსახურის

ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№15 პენიტენციური დაწესებულების

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების

უფლებამოსილი მოსამსახურის

სახელი , გვარი , თანამდებობა და ხელმოწერა

_____________________________________

_____________________________________ “.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი