„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.017000
94
24/05/2018
ვებგვერდი, 25/05/2018
100020020.22.038.017000
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №94

2018 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016527) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების :

 1. მე -7 მუხლის „გ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1“ და „გ 2“ ქვეპუნქტები :

„გ 1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა , განხორციელებული საბუღალტრო -საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება , მათ შორის , მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა;

გ 2) საჭიროებისამებრ , არანაკლებ კვარტალში ერთხელ , სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები - „რეპორტი “) შედარება და ხელმოწერით დადასტურება .“.

 2. მე -14 მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ოპერატიულ მორიგესთან ერთად ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით . გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან .

7. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს .“.

 3. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად .“.

 4. 39-ე მუხლის მე -16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„16. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში .“.

 5. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 43. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი

ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში , ვიდეოპამანი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .“.

 6. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 45. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .“.

 7. 77-ე მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„8. მსჯავრდებულს უფლება აქვს , ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას , რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ . ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება , რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში . თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება , მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი . თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე , ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება . წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი , რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული .“.

 8. 84-ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი , დისციპლინური პატიმრობის ვადა , დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის , მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ მინისტრის ბრძანებით .“.

 9. დანართი №11-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12:

 „დანართი №12

 მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

 მსჯავრდებულის სახელი __________________________________

 მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

 მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

 გასამართლებულია : ________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

 სასჯელის ვადა ____________________________________________________________________

 სასჯელის დასაწყისი _______________________________________

 სასჯელის დასასრული ______________________________________

 განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

 ტიპი /საშიშროების რისკი ____________________________________

 ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

 

№

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადი № და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

 

  №

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე (კუთვნილი , წახალისებით )

გვარი , სახელი , მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

დაწესებულების მოსამსახურის ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№14 პენიტენციური დაწესებულების

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების

უფლებამოსილი მოსამსახურის

სახელი , გვარი , თანამდებობა და ხელმოწერა

_____________________________________

_____________________________________“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი