შპს ”დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ”დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/18429-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/05/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/18429-13
10/05/2018
ვებგვერდი, 18/05/2018
შპს ”დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/18429-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „დოგანის” მიმართ.     

 შპს „დოგანისგაკოტრების მმართველის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ლელა ხაციკიდუმ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა სამეურვეო მასიდან უძრავი ქონების ამორიცხვის, მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.   

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს „დოგანის” კრედიტორთა კრება სამეურვეო მასიდან უძრავი ქონების ამორიცხვის, მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის საკითხის განხილვის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 56- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „დოგანის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

  1.1.   გადაწყვეტილების მიღება სამეურვეო მასიდან უძრავი ქონების ამორიცხვის,          მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის საკითხზე.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს „დოგანის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                     ლაშა ქოჩიაშვილი