საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2260-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016217
2260-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 24/05/2018
010250000.04.001.016217
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა.“.

2. 68-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებზედაც ავტობუსები (M2 და Mკატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან;

2) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრა;“.

3. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ე.გ1“ ქვეპუნქტი:

„ე.გ1) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს;“;

ბ) „ე.ე1“ და „ე.ე2“ ქვეპუნქტები:

„ე.ე1) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალს, რომლებზედაც ავტობუსები (M2 და M3 კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან;

ე.ე2) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის წესს;“;

გ) „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ვ1) გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას ან აღნიშნული ნებართვის გაცემის უფლებამოსილებას ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს;“.

მუხლი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი. აღნიშნული ერთიანი საინფორმაციო ბაზა უნდა შეიქმნას არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა. იგი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2260-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.