„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე

  • Word
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 15/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2108
24/04/2003
სსმ, 43, 15/05/2003
000000000.00(0).000.000000
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებევროპული კონვენციის 1978 წლის 17 მარტის დამატებითი ოქმი.

2. საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიებზე კონვენციის დამატებითი ოქმის დებულებების შეუსრულებლობისათვის.

3. დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველო აცხადებს, რომ აღასრულებს ფისკალურ დანაშაულებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დანაშაულს ან მის დასჯადობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა; ამასთან, საქართველო არ აღასრულებს ფისკალურ დანაშაულებთან დაკავშირებულ სასამართლო დავალებებს საკუთრების ჩხრეკის ან კონფისკაციის შესახებ.

4. დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველო აცხადებს, რომ არ აღიარებს ამ ოქმის II თავის დებულებების მისთვის სავალდებულოობას.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2108-IIს