დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016326 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
„დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2015; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.156.016207) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების პირველ მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „გამგებელი“ შეიცვალოს სიტყვით „მერი“ და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.“; ბ) დებულების მესამე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „გამგებელი“ შეიცვალოს სიტყვით „მერი“ და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი; ბ) პროგრამისთვის (ქვეპროგრამისთვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა; გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის) ღონისძიების ორი ან და მეტი მიმართულება; დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისთვის, ნაწილობრივ აცილებისთვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისთვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები