„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 15/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016053
4
15/05/2018
ვებგვერდი, 16/05/2018
240080000.11.004.016053
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2018 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში (matsne.gov.ge; 20/02/2018; ს/კ: 240080000.11.004.016051) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დანართი №1-ის (პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების შემოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოხსენებითი ბარათები, შემოწმების აქტები და შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მომზადებული კორესპონდენცია (გარდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და მათი ფილიალების სარეგისტრაციო პირობების შემოწმებასთან დაკავშირებით შემუშავებული -მოხსენებითი ბარათებისა, შემოწმების აქტებისა, შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაციასა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მომზადებული კორესპონდენციისა);“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)მურთაზ კიკორია