დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთზე მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა მართლზომიერების შესწავლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/04/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთზე მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა მართლზომიერების შესწავლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დაევალოს ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას (მ. ოსაძე), შეისწავლოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთზე მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა მართლზომიერების საკითხი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 28 მარტი.
№2025–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები