დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017094 |
|
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2014, 190040000.22.033.016713) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მაკონტროლებელს, მათ მიერ დადგენილ ვადებში წარუდგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) დანართებით. 4. მხარჯავმა დაწესებულებებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო 1 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) იმავე წლის 1 აგვისტომდე.“. 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები