დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016582 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №14).“. 2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27 სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი, დაშიფრვაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 3 წლამდე – 10%; ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%; გ) 6 წელი და მეტი – 20%. შენიშვნა: აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე.”. 3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით. 2. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ ჩართული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №14 დანართის შესაბამისად. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ ჩართული ქვედანაყოფების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №14 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №14 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო თუ №14 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი.“. 4. №7 დანართის მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 5. 50-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 501 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 501 სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირის, ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, დანამატი, კომპენსაცია, პრემია) და დახმარება არ ექვემდებარება დაბრუნებას.“. 6. №8 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და 22-ე გრაფები. 7. №8 დანართის: ა) მე- 11, მე-12 და მე-13 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. ბ) მე-16 და მე-17 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 3. ამ ბრძანების მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 4. ამ ბრძანების მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №14
|
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები
|
(ლარებში)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები