„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.020546
231
14/05/2018
ვებგვერდი, 16/05/2018
460080000.10.003.020546
„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2018 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 460080000.10.003.018367) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1)    ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული სტუმრების შეუფერხებელი და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი  მომსახურების უზრუნველსაყოფად, ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის №220-ში მდებარე 9154 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.32.04.560) სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტს − შესაბამისი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი