„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.020542
227
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
360090000.10.003.020542
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2018 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დროებითი სადგომი – სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, აეროპორტებსა და ნავსადგურებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შესაძლებელია რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, ბარგის, ხელბარგის) ან/და მისი გადამტანი ან შემცველი სატრანსპორტო საშუალებების დროებით უსაფრთხო განთავსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომ იზოლირებამდე ან მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. დროებითი სადგომის ადგილს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შეთანხმებით;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დამხმარე პერსონალი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენტური თანამშრომლები, ასევე სხვა კომპეტენტური სამსახურების წარმომადგენლები, რომელთა გამოძახება ხდება შემმოწმებელი ჯგუფის მიერ (მაგ.: ევაკუატორის, სასწრაფოს გამოძახება და ა.შ.) იმ შემთხვევაში, თუ მეორადი შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ საჭიროა აღმოჩენილი მასალის სიღრმისეული შემოწმება, ლოკალიზაცია, შემდგომი ტრანსპორტირება და სხვა ღონისძიებების გატარება, რომელთა მიზანია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა;“.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო);“.

3. მე-8 მუხლის მე-11-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დროებით სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება/საქონელი შემოსაზღვრული უნდა იქნეს სპეციალური დამცავი ბარიერით ან ლენტით, საზღვრები მარკირებული უნდა იყოს რადიოაქტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნებით და იმყოფებოდეს დაცვის ქვეშ. ზონა უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარად, რომ მის გარეთ რადიაციული ფონი არ უნდა აღემატებოდეს ბუნებრივ რადიაციულ ფონს და, შეძლებისდაგვარად, განთავსებული უნდა იქნეს აქტიური სამოქმედო ტერიტორიიდან მოშორებით. საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების განთავსება ნებისმიერ ახლომდებარე ტერიტორიაზე ან საწყობში, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.

12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს,  სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს (სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი