„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020539
224
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
300160070.10.003.020539
„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2018 წლის 11 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 300160070.10.003.018376) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში  –  სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას ჯართში რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ადამიანების, ტექნიკური მოწყობილობებისა და საგნების დეკონტამინაციას. ასევე, სააგენტოსთან თანამშრომლობით მონაწილეობს დაბინძურებული ჯართის ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების გადაზიდვაში უსაფრთხო განთავსების ადგილამდე, საჭიროების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი