დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე გასაშვებად გარანტიის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050030010.22.033.017105 |
|
დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე გასაშვებად გარანტიის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე გასაშვებად გარანტიის წარდგენის წესი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე გასაშვებად გარანტიის წარდგენის წესი
|
მუხლი 1.
გარანტიის გამოყენება
|
თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების (შემდგომში – ინტელექტუალური საკუთრების უფლების) სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია გაუშვას ეს საქონელი, თუ დასრულებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიას. |
მუხლი 2.
გარანტიის სახეები, საგარანტიო თანხის ოდენობა
და მოქმედების ვადა
|
1. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი №1); ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი №2). 2. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება: ა) საქონლის მფლობელისა და უფლების მფლობელის ურთიერთშეთანხმებით, ან ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულებით. 3. გარანტიის გამცემი (გარანტორი) უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს რეზიდენტი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტიის პრინციპალს/დამზღვევს წარმოადგენს საქონლის მფლობელი, ხოლო ბენეფიციარს/დაზღვეულს – უფლების მფლობელი. 5. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. ამასთან, საქონლის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. 6. თუ გარანტიის მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს საქონლის მფლობელის პასუხისმგებლობას და საქმეზე არ არის მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, იგი ვალდებულია, გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოს მისი შეცვლა ან ახალი გარანტიის წარდგენა. |
მუხლი 3.
გარანტიის წარდგენა
|
1. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
2. გარანტიის წარდგენისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მისი დამოწმებული ასლის ერთ ეგზემპლარს, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება საქონლის მფლობელს (ვალდებული პირი), ხოლო დედანი გადაეცემა უფლების მფლობელს. |
მუხლი 4.
გარანტიის გაუქმება ან შესრულება |
1. იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების ვადის გასვლამდე გაშვებულ საქონელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით წარმოების ფაქტის არსებობა და მიყენებული ზიანის ოდენობა, ამ წესის შესაბამისად წარდგენილი გარანტია მიიმართება მიყენებული ზიანის/დაკისრებული ფულადი კომპენსაციის ასანაზღაურებლად.
2. წარდგენილი გარანტია უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შეჩერების ვადის გასვლამდე გაშვებულ საქონელზე ადგილი არ აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით წარმოების ფაქტის არსებობას; ბ) როდესაც უფლების მფლობელი (ბენეფიციარი/დაზღვეული) უარს აცხადებს გარანტიით უზრუნველყოფილ თავის უფლებებზე; გ) თუ არსებობს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები