დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020530 |
|
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2013, 010220020.10.003.017424) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
1. მაია ცქიტიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე. 2. ქეთევან ციხელაშვილი − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე. 3. ილია ბეგიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 4. ლაშა დარსალია − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი. 5. ზაალ კაპანაძე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 6. გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 7. გიორგი ხანიშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 8. რომეო მიქაუტაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 9. გოჩა ლორთქიფანიძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 10. თეიმურაზ მღებრიშვილი − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 11. დავით დონდუა − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 12. ლევან ხარატიშვილი − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 13. მამუკა ცოტნიაშვილი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 14. ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 15. ეკატერინე სისაური − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი. 16. მიხეილ დაუშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი. 17. ავთანდილ თალაკვაძე − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი. 18. გიორგი თუმანიშვილი − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი. 19. ზვიად ზვიადაძე − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი. 20. ოთარ კონჯარია − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები