დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგი“ |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
2017 წლის 8 დეკემბერი
|
საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტისა და სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა შპს „ლოკო ტრანს კომპანიმ“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: 9, flat 2, Amery Street, Slima, SLM 1706, Malta), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით, ვმოქმედებდი რა შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ (LOKO TRANS COMPANY LTD) წესდების საფუძველზე, განვიხილე შემდეგი საკითხები:
1. სს „ელმავალმშენებელის“ გენერალური დირექტორის 29.11.2017 წლის წერილში AOE-01-15/ 01-21-511 დასახელებული საკითხების მოწესრიგება TASIMO INVEST LP-ს დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებაში. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მივიღე შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. გასული წლების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სუფთა მოგების ნაწილი, განაწილებული დივიდენდების სახით თითოეული აქციონერის წილის პირდაპირპროპორციულად, ჯამში 17 205 000.00 (ჩვიდმეტი მილიონ ორას ხუთი) ლარი, კერძოდ: 1.1. საქართველოს სახელმწიფო (12.76488%, 6 465 650 აქცია), შესაბამისად – 2 196 197.60 (ორი მილიონ ასოთხმოცდათექვსმეტი ათას ასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 60 თეთრი); 1.2. შპს „ლოკო ტრანს კომპანი“ (87%, 44 118 535 აქცია), შესაბამისად 14 968 350.00 (თოთხმეტი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას სამას ორმოცდაათი) ლარი; 1.3. სხვა აქციონერები (0.23512%, 119 232 აქცია, 2 591 აქციონერი), შესაბამისად 40 452.40 (ორმოცი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი ლარი და 40 თეთრი), თითოეული აქციისთვის 0.33927 ლარი. 2. მოხდეს დივიდენდების აქციონერთათვის ანაზღაურება წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ცხრა თვისა. შპს „ლოკო ტრანს კომპანი“ („LOKO TRANS COMPANY LTD“) დირექტორი, წარმომადგენელი ჯორჯია ლამბრიანიდი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები