„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020529
214
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
470230000.10.003.020529
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2018 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ  იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ):

1. მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2018 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2018 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.

7. სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი იმ სტაციონარული დაწესებულებებისათვის, რომელთაც:

ა) პერინატალური რეგიონალიზაციის დონე  (გარდა   საბაზისო (I) მოვლის დონისა) მიენიჭათ 2017 წლის 1 ივლისამდე, ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“ გაიცემა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელი შესაბამისი დოკუმენტის (მოწმობა) მოპოვებისა და სხვა სათანადო დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ;

ბ) პერინატალური რეგიონალიზაციის დონე მიენიჭათ 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“ გაიცემა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმსაზღვრელი შესაბამისი დოკუმენტის (მოწმობა) საფუძველზე, სხვა სათანადო დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.“.

2. №21 დანართის  (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები):

ა) „საერთო სანებართვო პირობების“ 202 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„202

 

სტაციონარში (მ.შ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში) მოხვედრილი ყველა პაციენტისათვის, მიუხედავად მათი დაყოვნებისა, უზრუნველყოფილია,

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება

შენიშვნა: გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან ან გადიან ანტივირუსული მკურნალობის კურსს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის   განმავლობაში;

ბ) დასრულებული აქვთ ანტივირუსული მკურნალობის კურსი (მ.შ. შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), რაც დასტურდება სათანადო დოკუმენტირებული მტკიცებულებით;

გ) ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

დ) ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე და დადგენილი აქვთ დადებითი შედეგი, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

ე) 18 თვემდე ასაკის ბავშვები.“;

ბ) XV5 თავის (მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდების შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3

სივრცე, სადაც წარმოებს კულტივირება, იდენტიფიკაცია, ანტიბიოტიკომრგძნობელობის განსაზღვრა, აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) ბიოუსაფრთხოების ბოქსით ან კაბინით (მ.შ. ლამინარული ჰაერის ნაკადით);  ან

ბ) ბაქტერიოციდული ნათურებით, ვენტილაციითა და პერსონალური დაცვის საშუალებებით

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იზოლირებული სივრცის არსებობა;

ბ) აღნიშნულ სივრცეში (მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) შესაძლებელია, წარმოებდეს საკვები ნიადაგის ჩამოსხმა, თუ დაცული იქნება გარემო ზედაპირების სათანადო რეჟიმით დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარემოს გაუვნებელყოფა), ჰაერისა და მაგიდის ზედაპირების მიკრობული მოთესვიანობის რეგულარული კონტროლით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი