„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020527
212
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
010320000.10.003.020527
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2018 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2017, 010320000.10.003.019914) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმის“:

1. მე-5 მუხლის 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2.  სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა:“.

2. მე-7 მუხლის 7.1 − 7.3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და შეადგენს --- ლარს.

7.2. შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

7.3. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობა, შრომის ანაზღაურება და აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი