დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.020526 |
|
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება), მათ შორის, ამავე შეთანხმების 406-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 408-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით: |
| მუხლი 1 |
1. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში, ასოცირების შეთანხმების დანართების გადახედვის, ცვლილების, შესწორების ან/და განახლების თაობაზე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ხორციელდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით. |
| მუხლი 2 |
1. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში, ასოცირების შეთანხმების დანართების გადახედვის, ცვლილების, შესწორების ან/და განახლების შესახებ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი პროცედურების კოორდინაციას, შესაბამისი კომპეტენტური სამინისტროს (ინიციატორი სამინისტრო) ინიცირების საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მთავრობას წარმოედგინება ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის ტექსტი და მისი ოფიციალურად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის შესაბამისობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა მისი მიღების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა მისი მიღების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინიციატორი სამინისტროს დასკვნა, აგრეთვე ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი და შეთანხმების ფურცელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შეჯერების თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან რეკომენდაციის უცხოენოვანი ტექსტის ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ინიციატორი სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მეშვეობით. 4. ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის ძალაში შესვლის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მათი ელექტრონული ფორმით ოფიციალურად გამოქვეყნებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის შესაბამის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები