სს „საქწყალპროექტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

სს „საქწყალპროექტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21-01/58
დოკუმენტის მიმღები ს.ს."საქწყალპროექტი"
მიღების თარიღი 10/05/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
21-01/58
10/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
სს „საქწყალპროექტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
ს.ს."საქწყალპროექტი"

განცხადება

სს „საქწყალპროექტის აქციონერთა მორიგი კრების დანიშვნის შესახებ

 

  სააქციო საზოგადოება საქწყალპროექტის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2018 წლის 7 ივნისს დღის 14 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. 11.

 სს საქწყალპროექტის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 01.05.18წ.

 

დღის წესრიგი:

 

1. სამეურნეო საფინანსო შედეგების შესახებ .

2. მოგების განაწილების შესახებ.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების შესახებ.

 

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს საქწყალპროექტის დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს საქწყალპროექტის რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის 11 , ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

                                          

გენერალური დირექტორი:                                                                      გურამ ფალავანდიშვილი