არჩევნებთან დაკავშირებულ ამომრჩეველთა წინასწარი სიების მომზადების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
არჩევნებთან დაკავშირებულ ამომრჩეველთა წინასწარი სიების მომზადების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1990
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 20/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1990
28/02/2003
სსმ, 21, 20/03/2003
000000000.00(0).000.000000
არჩევნებთან დაკავშირებულ ამომრჩეველთა წინასწარი სიების მომზადების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

არჩევნებთან დაკავშირებულ ამომრჩეველთა წინასწარი სიების მომზადების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ამომრჩეველთა წინასწარი სიების მომზადების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირთა შესახებ სათანადო მონაცემების დაზუსტება და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, რომელთა ასაკიც აღემატება 18 წელს ან რომელთაც 2003 წლის 1 ნოემბრისათვის უსრულდებათ 18 წელი:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ – შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს განყოფილებების მიერ რეგისტრირებულ პირთა შესახებ მონაცემებისა;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ – მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებში ბოლო 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა შესახებ არსებული მონაცემებისა, აგრეთვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემებისა;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ – საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში იმ პირთა შესახებ არსებული მონაცემებისა, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;

დ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ – შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ მონაცემებისა (მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართები);

ე) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ – ფონდში შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ საპენსიო ასაკის პირთა შესახებ არსებული მონაცემებისა;

ვ) სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, ქალაქის რაიონის გამგეობის/მერიის მიერ (შესაბამისი რაიონის/ქალაქის გამგებლის|მერის მეშვეობით) ) – მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა შესახებ მონაცემებისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს ამომრჩეველთა წინასწარი სიების შედგენას, სხვადასხვა მონაცემთა ბაზების შედარებასა და დაზუსტებას ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

3. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულებისათვის პასუხიმგებელია შესაბამისი უწყების (დაწესებულების) ხელმძღვანელი.

4. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებულ უწყებათა (დაწესებულებათა) მიერ წარდგენილი და საარჩევნო კომისიებში არსებული მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირსათვის აგრეთვე დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის მისამართი) წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს და წამოაყენოს წინადადებები ამომრჩეველთა წინასწარი სიების დამუშავების მეთოდის გასაუმჯობესებლად, უზუსტობისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                                         გ. წერეთელი

 

ქ. თბილისი,

2003 წლის 28 თებერვალი

№1990–IIს