„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.020524
209
10/05/2018
ვებგვერდი, 11/05/2018
130000000.10.003.020524
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №209

2018 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია; სამსახურის სისტემის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შესული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამსახურის დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამსახურის სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურში შესული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება; სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია; სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება; ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამსახურის სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; საარქივო საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი საარქივო დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფა;“.

2. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სააღრიცხვო-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამსახურის დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ანალიზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და განხორციელება;“.

მუხლი 2
სათანადო სამართლებრივი აქტების არსებობამდე/გამოცემამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ოპერატიული აღრიცხვისა და საარქივო საქმიანობის ფუნქციების განხორციელება რეგულირდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული/გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი