დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-7 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 10/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 260030000.64.076.016042 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/05/2018 - 18/07/2018)
|
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანისთაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 (სსმ, ვებგვერდი 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი: 260030000.64.076.016017) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული ,,ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“ (დანართი №1): ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე 3 თვით ადრე სამსახურის მიერ აუდიტორს ან აუდიტორულ ფირმას ეგზავნება წერილი სავალდებულო წესით მონიტორინგის დაწყებისა და მონიტორინგისათვის მოსამზადებელი შესაბამისი დოკუმენტაციის 1 თვის ვადაში სამსახურისათვის წარდგენის თაობაზე. "; ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები