სს „საქკავშირმშენის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „საქკავშირმშენის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „საქკავშირმშენი“
მიღების თარიღი 10/05/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
სს „საქკავშირმშენის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საქკავშირმშენი“
ს.ს. „საქკავშირმშენის“ გენ/დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს

განცხადება

(აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ)

  

ს.ს. „საქკავშირმშენის“ დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო აქციონერებს იწვევს განმეორებით საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 5 ივნისს, 14:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №140 (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქ №48) ს.ს. „საქკავშირმშენის“ ადმინისტრაციის შენობა.

დღის წესრიგი:

1. დირექციის ანგარიში საზოგადოების  წლიური შედეგების შესახებ.

2. საწესდებო კაპიტალის ცვლილება.

3. წესდების ცვლილება.

საზოგადოების დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია არის დღის წესრიგში გათვალისწინებული საკითხების მხარდაჭერა. კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ ს.ს. „საქკავშირმშენის“ იმ აქციონერებს, რომლებიც აქციათა რეესტრში რეგისტრირებული არიან 2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით (საერთო კრების სააღრიცხვო დღე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია (კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება) შეამოწმონ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, ს.ს. „საქკავშირმშენის“ აქციათა რეგისტრატორ კომპანია ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა.

 

ს.ს. „საქკავშირმშენის“ გენ/დირექტორი                                    თ. კუჭუხიძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე                                    ო. ნიკოლეიშვილი