სს „ბიოქიმფარმის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ბიოქიმფარმის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ს.ს"ბიოქიმფარმი"
მიღების თარიღი 10/05/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
27
10/05/2018
ვებგვერდი, 11/05/2018
სს „ბიოქიმფარმის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს"ბიოქიმფარმი"

განცხადება

 

სს „ბიოქიმფარმის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სს „ბიოქიმფარმის“ სამეთვალყურე საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2018 წლის 1 ივნისს, დღის 12 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. 3. კენჭისყრის ფორმა: დამსწრე აქციონერების კენჭისყრის ღია ფორმით – ხელის აწევით.

კრების დღის წესრიგი:

1.  აქციების შესყიდვის საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი (შეუსყიდავი) აქციების გაუქმება.

2. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა.

3. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.

აქციონერს, 2018 წლის 21 მაისიდან 10 სთ-დან 17 სთ-მდე შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება. აქციონერმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. მისამართი: სს „ბიოქიმფარმის“ ოფისი, ლ. გოთუას ქ. 3, ქ. თბილისი.

საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლება აქციონერმა უნდა დაამტკიცოს კრებაზე თავისი აქციის წარდგენით, ან თუ აქცია არაა გაცემული, კანონით დაშვებული სხვა მოწმობის საფუძველზე. წარმომადგენლობა დასაშვებია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

 სს „ბიოქიმფარმის” დირექტორი                                                 ა. ღოლიჯაშვილი.