დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020519 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) J-1 პერსონალის დეპარტამენტი;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი.“; გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) J-1 პერსონალის დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მის დანერგვაში; ახორციელებს სამხედრო პერსონალის დაგეგმვის, მზადყოფნისა და მართვის სისტემების ჩამოყალიბებას/განვითარებას და გამართულ მუშაობას; საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ოპტიმალური საშტატო ნუსხის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაბელების მომზადებას; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფას; ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირებას, ზედამხედველობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას;“; დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) სამოქალაქო პერსონალის დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტების უზრუნველყოფას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, განათლების მიღებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის უზრუნველყოფას; სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და სოციალური გარანტიების საკითხების უზრუნველყოფას, კომპეტენციის ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები