„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020521
206
08/05/2018
ვებგვერდი, 11/05/2018
010240030.10.003.020521
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №206

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013,  010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „შ“ ქვეპუნქტები:

„ვ1) ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღება, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნა;“;

„შ) თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე თავდაცვის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;“;

„ც) ამტკიცებს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს;“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

„ხ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ლოგოებს, ემბლემებსა და სხვა სიმბოლიკას, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშებს, ლოგოებს, ემბლემებსა და სხვა სიმბოლიკას.“. 

4. მე-5 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: 

„ფ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო.“;

გ) მე-4 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი:

დ​1.ა) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით;

დ​1.ბ) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით  შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;

დ​1.გ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების ანალიზს, შეიმუშავებს პრიორიტეტულ მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და  გრძელვადიან გეგმებს;

დ​1.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;

დ​1.ე) ახორციელებს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაციას და რესურსების მართვის ფარგლებში მონაწილეობას იღებს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;

დ​1.ვ) მონაწილეობას იღებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;

დ​1.ზ) ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;“;

დ) მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი:

მ.ა) ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსის (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის) სტრატეგიული ანალიზისა და  მართვის ხელშეწყობას, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადებას;

მ.ბ) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსის  მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების ხედვას და ხელს უწყობს მის განხორციელებას;

მ.გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკას, უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − მისი განხორციელების ზედამხედველობას;

მ.დ) ახორციელებს სამინისტროს (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვას და ადმინისტრირებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

მ.ე) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს სამხედრო პერსონალისა და  სამხედრო განათლების პოლიტიკას;

მ.ვ) უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას;

მ.ზ) ახორციელებს სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას, ორგანიზაციულ ანალიზს, შეფასებას, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვას ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში;

მ.თ)  ხელს უწყობს სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერებას;

მ.ი) შეიმუშავებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკას და უზრუნველყოფს იმპლემენტაციის მხარდაჭერას;

მ.კ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას;“;

ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:  

ფ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:

ფ.ა) ახორციელებს თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მონიტორინგსა და  ანგარიშგებას;

ფ.ბ) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და მხარს უჭერს  სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;

ფ.გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტურ მუშაობას;

ფ.დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მიმდინარე მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ფ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ფ.ვ) სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს ნატოს უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგსა და კონტროლს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.  

 

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი