დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 70/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017529 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/ სერიის გრიფირების წესის“:
1. მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საბეჭდი ფაილი – სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი სრული, გამოსაცემად გამზადებული (რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების/მითითებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად კორექტირებული) ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ 3 600, შესაბამის ელექტრონულ რესურსთან ერთად;“.
2. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები