დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის,სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.155.016279 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/10/2015, 010250050.35.155.016176) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის წარმოება განახორციელოს წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ.“. 2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის ფორმის დაბეჭდვა-რეგისტრაცია.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის: ა) „ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – წალკის მუნიციპალიტეტის მერია;“; ბ) „ვ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად წალკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ან/და მისი მომზადება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება წალკის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ ; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს წალკის მუნიციპალიტეტის მერი.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის განთავსების გეგმის საფუძველზე, თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საჯარო აუქციონის ორგანიზებას უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის განთავსების გეგმის საფუძველზე, თუ მის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ფასი უნდა განისაზღვროს კვადრატულ მეტრზე დაწესებული ფიქსირებული თანხით, თუ იგი უნდა იყოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ან წმინდა მოგების გარკვეული პროცენტული ოდენობა და სხვა) დადგენილი წესით მიიღება წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.“; 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ წალკის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს (სარეკლამო საშუალების კვადრატობის ან მიღებული შემოსავლის პროცენტების მიხედვით) წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი 1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურთან სავალდებულო შეთანხმებას. 2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში, დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე, სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა); გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში – დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით ღებულობს წალკის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანების დამოწმებული ასლი) განმცხადებელს ეგზავნება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ტიტულიანი ბრძანებით, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი. 4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.“. 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წალკის მუნიციპალიტეტის მერია
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა №
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საფუძველი _______________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა
––––––––––––––––––––––– – დან
––––––––––––––––––––––– – მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სანებართვო პირობები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვა გაცემულია 20 –– წლის ––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები