„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016285
28
07/05/2018
ვებგვერდი, 16/05/2018
010260020.35.155.016285
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2018 წლის 7 მაისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის  №38 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010260020.35.155.016249) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაზე, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებაზე  განხორციელებისთვის გააჩნია შემდეგი ფუნქციები:“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

3. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის კუთხით:

დ.ა) დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება;“

4. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის ცალკეული დავალების შესრულება.“.

5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დადგენილი წესით მოახდინოს დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება;“.

6. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი