„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016281
24
07/05/2018
ვებგვერდი, 16/05/2018
210020010.35.155.016281
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2018 წლის 7 მაისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2012, 210020010.35.155.016083 ) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.

დადგენილების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდიდან თავისუფლდება წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

„მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 წალკის მუნიციპალიტეტი

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის

№ ---------------

აბონენტი №-------------------

გადამხდელი -------------------------------------------------------

მესაკუთრის (დროებითი მოსარგებლის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი

მისამართი -----------------------------------------

თარიღი: ---------------------------

გადასახდელი პერიოდი

ზომის ერთეული

განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე

თანხა გადასახადი თვეში

წინა დავალიანება: ------------------

გადახდილი თანხა: -----------------

სულ გადასახადი: -------------------

წალკის მუნიციპალიტეტის მერია

სახაზინო რეკვიზიტები

ხაზინის ერთიანი ანგარიში / GE24NB0330100200165022

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 300123189

(მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის)

მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - მდე

გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება

კანონით დადგენილი წესით საჯარიმო სანქციები.

ცნობებისათვის მიმართეთ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს

შემდეგ მისამართზე: . წალკა, არისტოტელეს . №22_ში

  წალკის მუნიციპალიტეტი

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

    დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის

№----------------

აბონენტი №--------------------

გადამხდელი ---------------------------------------------------------

მესაკუთრის (დროებითი მოსარგებლის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი

მისამართი -----------------------------------------

თარიღი: ---------------------------

გადასახდელი პერიოდი

ზომის ერთეული

განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე

თანხა გადასახადი თვეში

წინა დავალიანება: ------------------

გადახდილი თანხა: -----------------

სულ გადასახადი: -------------------

წალკის მუნიციპალიტეტის მერია

სახაზინო რეკვიზიტები

ხაზინის ერთიანი ანგარიში / GE24NB0330100200165022

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 300123189

(მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის)

მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - მდე

გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება

კანონით დადგენილი წესით საჯარიმო სანქციები.

ცნობებისათვის მიმართეთ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს

შემდეგ მისამართზე: . წალკა, არისტოტელეს . №22_ში

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი