დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.155.016283 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №26 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/11/2015, 010250050.35.155.016178) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განესაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად – 140 (ასორმოცი) ლარი; ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ერთი შეხვედრისათვის – 100 (ასი) ლარი.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ ყოველი თვის 20 რიცხვში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ოქმი) არანაკლებ ხუთი ამომრჩევლის ხელმოწერით .“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, საანგარიშო თვის 25-30 რიცხვამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები