დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.164.016318 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/05/2018 - 05/07/2018)
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
2. მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის ფიზიკური ან იურიდიული პირი. 3. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალიწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 ლარის, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარის ოდენობით, 400 მმ-მდე დიამეტრამდე მილგაყვანილობის მშენებლობის ნებართვისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,30 ლარი, 400 და მეტი მმ დიამეტრის მილგაყვანილობის მშენებლობისათვის თხრილის სიგანისა და სიგრძის მიხედვით 1 მ2 -ზე 1 ლარის ოდენობით, მიწისქვეშა საკაბელო საკომუნიკაციო ხაზების მშენებლობისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,30 ლარი. კავშირგაბმულობის ელექტროენერგიის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების და საჰაერო გაზგაყვანილობის მშენებლობისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,15 ლარი, საავტომობილო გზების მშენებლობის ნებართვისათვის 1 მ2-ზე 0,30 ლარის ოდენობით. 4. მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ან დაუწესდეს შეღავათი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას. 5. აღნიშნული მოსაკრებლის ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის კონტროლი დაევალოს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 08 თებერვლის №34 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები