დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016405 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.03.2018, 010250050.35.166.016395) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის“ :
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსებით ამ პროგრამის ვადის ამოწურვამდე“; 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები: „27. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი საჩუქარი. 28. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); გ) თუ ოჯახი დარჩა მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის გარეშე ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შედეგად, მიუხედავად ოჯახური შემადგენლობისა.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ოჯახის წევრის არსებობის შემთხვევაში, ასეთი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ხანძრით ან სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევაში, ასეთი მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 4. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსება არაუმეტეს თვეში 100 ლარის ოდენობით;“. 5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი: „27. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის – ერთჯერადი საჩუქარი 300 ლარის ოდენობით.“. 6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები 1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური; 2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები