დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.140.016346 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2017 წ., 190020020.35.140.016286) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
2018 წელი |
თავი I
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ასპინძის მუნიციპანიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი II
მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
მუხლი 3.
ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 526,3 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2 912,0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის გრანტები 4 112,3 ათასი ლარის ოდენობით:
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 126,0 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 55,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 1,0 ათასი ლარი. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 502,0 ათ.ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 7.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 3 577,0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 754,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 764,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
|
მუხლი 10.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
აპინძის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წელს სტრატეგია უცვლელია და ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი მიმართულებებია: 1. ტურიზმის განვითარება, რაც თვის მხრივ მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას; 2. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მოსახლეობის სოციალური დაცვა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. |
მუხლი 13.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 5 027,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია), მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ასპინძის ქუჩების გარე განათების მთლიანად დასრულება და არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ასევე დასუფთავების ღონისძიებები, სარწყავი არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე საპორექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: -მყარი ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა; -გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა,მეტი რეაბილიტიზირებული გზა და ხიდი; -მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული გადაადგილება; -ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება; -მეტი განათებული ქუჩები; შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაზრდილი უსაფრთხოება და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 4 440,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიის არსებული ქუჩების, გზების და ხიდების რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მოხრეშვა, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. ზამთრის პერიოდში შიდა გზების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: -გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტი რეაბილიტიზირებული გზა და ხიდი; შედეგების შეფასების ინდიკატორები: -მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული გადაადგილება; -ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება; ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 537,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე მოხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი მოვლა-შენახვა, ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება. ბ.ა) დასუფთავება – 220,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ქუჩების, ასევე სოფლების, ტროტუარების, სკვერების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და გატანა ნაგავსაყრელამდე, რაც გააუმჯობესებს დაბის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სუფთა გარემო; შედეგების შეფასების ინდიკატორები: დასუფთვებული ქუჩები; ქვეპროგრქმის განმახორციელებელია შპს ,,კეთილმოწყობა“. ბ.ბ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 175,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ასპინძის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი რამოდენიმე სოფლის რეაბილიტირებულ გზებზე ღამის განათება მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. დღეის მდგომარეობით დაბაში და სოფლებში 3 800 (სამი ათს რვაასი) გარე განათების წერტილია, გასულ წელთან შედარებით დამატებულია 900 (ცხრაასი ) განათების წერტილი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელის გამართული მუშობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: განათებული ქუჩების და უბნების რაოდენობის ზრდა ; ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გარე განათება. ბ.გ) სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია – 140,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული გრავიტაციული და სადერევაციო სარწყავი არხების მოვლას, პატრონობას, სარეაბილიტაციო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. ასევე სატუმბო სადგურების აგრეგატების დაშლა-აწყობას, შემწოვი მილის, მუშთვლების, უკუსარქველის და სადაწნესო ქსელების, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: აღდგენილი და მოვლილი სარწყავი არხები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: -გაზრდილი მელიორაციული ფართობი( 840 ჰა-დან 890 ჰა-მდე) -გაზრდილი მოსავლიანობა; ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სამელიორაციო ცენტრი. ბ.დ) ბინათმშენებლობა- 2,3 (პროგრამული კოდი 03 02 06) პროგრამის მიზანია მუნიციპალლიტეტის იერსახის გაუმჯობესება. განხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა შენობების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია. ასევე ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მეპატრონეებისათვის სამშენებლო მასალის შეძენა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: მუნიციპალიტეტის გალამაზებული იერსახე; გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო; გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი და რეაბილიტიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა – 50,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია.
ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელი განათლების განვითარებას. იგი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამ პროგრამის მიზანია სასკოლო განათლებისათვის ნორჩი აღსაზრდელების მომზადება, მათი ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა, შემოქმედებითი შესაძლებლობების და ინტერესების ხელშეწყობა. ა) ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხარჯები – 400,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01 01) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითრება და მათი სკოლისათვის მომზადება. ის ითვალისწინებს ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია: მისი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია, ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათნადი პირობები და ხელი შეუწყოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატების მისაღწევად. ასპინძის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 4 საბავშვო ბაღი, ხოლო ემსახურება 7 სოფელს ტრანსპორტით (მოყვანა და წაყვანა) სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 380-მდე აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ნორჩი აღსაზრდელების მომზადება და მზადყოფნა დაწყებით საფეხურზე წაყენებული მოთხოვნისადმი. შეფასების ინდიკატორები: -ბაღებში ბავშვების კონტინგენტის ზრდის ტენდენცია; - გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებება. ბ) ბაღების რეაბილიტაცია – 0. (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების ინვენტარით აღჭურვა და ეზოების კეთილმოწყობა.
ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტული ტრადიციების დაცვა და მათი განვითარება. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, კულტურის, დასვენებისა და სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის დაფინანსება. ასევე სკოლისგარეშე დაწესებულებათა დაფინანსება და ზოგადი განათლების ფინანსური მხარდაჭერა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 181,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შეფასების ინდიკატორები: სპორტსმენთა რაოდენობის ზრდის და დაოსტატების მაჩვენებლები; გაუმჯობესებული ბაზა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია და არსებული სპორტული კლუბები. ა.ა) სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა – 8,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01) 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები:
ა.ბ) სპორტული კლუბი –10,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს შემდეგი სახის სპორტული კლუბები სხვდასხვა სფეროში
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სპორტული კლუბი. ა.გ) ა(ა)იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანება – 116,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 02) -აღნიშნული პროგრამის მიზანია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასპორტო დაწესებულებების კოორდინაცია და მუშაობის ხელშეწყობა. -მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება, სპორტის ტრადიციული სახეობების შენარჩუნება-განვითარება. -ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. -ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – ასპინძის სასპორტო გაერთიანება. ა.დ) ა(ა)იპ – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ტაო – 47,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ,,ტაო“ , რომლის მიზანია რაგბის, როგორც სპორტული, გამაჯანსაღებელი სპორტის, პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითრება და პროფესიული რაგბის დამკვიდრება სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და ჩართულობის ზრდა რაგბში. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სამცხე ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ,,ტაო“ ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 620,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები და სახელოვნებო სკოლები,მუზეუმი. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტისა და ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა. მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი პროგრამების გამართვა. ბ.ა) ასპინძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრ – 10,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 01) ორგანიზაციაში გაერთიანებულები არიან ,,თავისუფალი თეატრი“; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სამცხე“და ქართულ ხალხური ანსაბლი ,,წუნდა“, რომლებიც ცდილობენ აღმოაჩინიონ ნიჭიერი ახალგაზრდები და მოახდინონ მათი პოპულარიზაცია, ასევე ინარჩუნებენ ჩვენი რეგიონისათვის დამახასიათებელ ტრადიციული ძირძველი ნაწარმოებების შენარჩუნებას. პროგრამის ფარგელბში ანსაბლები მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთშორისო ფესტივალებში, გეგმავენ და ატარებენ სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ კულტურულ ღონისძიებებს მოსახლეობისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – ასპინძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. ბ.ბ) ა(ა)იპ – ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრი – 139,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 02) აღნიშნული პროგრამის მიზანია: ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მ/შ:
ჟანრების განვითარება;
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – ასპინძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. ბ.გ) მთავარი ბიბლიოთეკა – 61,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ზემოაღნიშნული პროგრამა ეხმარება ასპინძის მუნიციპალიტეტის მკითხველ მოსახლეობას ცოდნის ამაღლებაში ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობას, წიგნადი ფონდის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით. პროგრამის მიზანია ასევე სხვადასხვა სახის სსაბიბლიოთეკო-კულტურული და მხატრული ღონისძიებების ჩატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მკითხველთა აქტიური ჩართვა, მისი დაინტერესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: ბიბლიოთეკით მოსარგებლე მკითხველთა რიცხვის ზრდა, ასევე ჩატარებული ღონისძიებათა რაოდენობისა და ხარისხის ანალიტიკური მაჩვენებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ,,ასპინძის მთავარი ბიბლიოთეკა“. ბ.დ) სახელოვნებო სკოლები – 97, 0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 04) არნიშნული პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, კონცერტების გამართვა, ფესტივალ კონკურსებში მონაწილეობის მიღება, მუდმივი ზრუნვა განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენისათვის. ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში ამჟამად სწავლობს 101 მოსწავლე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ,,ვასილ მაღრაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა“. ბ.ე) ასპინძის შ. რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი – 2, 0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 05) ზემოაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების მინიტორინგს, ტურისტული ბილიკების მოძიება-დაგეგმარებას, ამ პროექტის განხორციელებისათვის 2018 წლისთვის დაგეგმილია საფრენი ფოტოაპარატის (დრონის) შეძენა, ასევე არსებული სამუზეუმო ექსპონატების მოვლა-პატრონობა, მის რესტავრაციაზე ზრუნვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ტურისტებისათვის ეფექტური გარემოს შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ასპინძის ,,შ. რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი“. ბ.ვ) კულტურის ობიექტების მშენებლობა – 310,8 ათსი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 07) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია. გ) ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება – 30,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობის ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დ) რელიგია – 50,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესებული იერსახე; შედეგების შეფასების ინდიკატორები: ტურისტების რაოდენობის ზრდა;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური გარანტიების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით უზრუნველყოფას. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა – 60,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივი ტრანსფერის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ განსაზღვრული პროექტების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ბ) სოციალური უზრუნველყოფა – 216,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება – 35, 0 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა ცხელი სადილით, დღეში ერთხელ. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა – 55,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულების თანადაფინასება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.დ) ახალდაბადებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა – 35,0 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის ფარგელბში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალშობილთა ზრდის დინამიკის მაჩვენებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ე) ვეტერანთა და ლტოლვილთა სარიტუალო ხარჯები – 1,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ვეტერანისა და დევნილის,, სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა სარიტუალო თანხის დაფარვაში, თითოეულ გარდაცვლილ ვეტერანზე 250 (ორას ორმოცდაათი) და თითოეულ გარდაცვლილ დევნილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ვ) სოციალური დახმარებები – 70,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიანი ოჯახების (არასრულწლოვანი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების მატერიალური დახმარება; მეორე მსოფლიო ომის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ომისა და სამხედრო ძალების დაინვალიდებულ ვეტერანთათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირების ოჯახებისათვის; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ხარჯი; მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება; დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთათვის დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის სხვადასხვა გამონაკლისი შემთხვევისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: დაფინანსებულ მოქალაქეთა რაოდენობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ზ) ა(ა)იპ – შეზღუდული შესაძლებლობების ქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი – 20,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) ცენტრი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა, გარემოსთნ ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობ (კოდი: 0100) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი შეადგენს 50,0 ათას ლარს და მისი განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 5.2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
მუხლი 14.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები