რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
198
04/05/2018
ვებგვერდი, 08/05/2018
რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №198

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1.რეგისტრირებულ კოოპერატივს „მათხოჯის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 244960618) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისთვის „მათხოჯის საკრედიტო კავშირისთვის“ ლიცენზიის და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №160 განკარგულება;

3. რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ზაირა ბარაბაძე (პირადი ნომერი 55001016559).

4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;

5.  აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.  ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

მურთაზ კიკორია.