რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
196
04/05/2018
ვებგვერდი, 08/05/2018
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №196

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის „მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. რეგისტრირებულ კოოპერატივს – საკრედიტო კავშირს „მეჯინისწყალი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 248384680) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკრედიტო კავშირისთვის „მეჯინისწყალისთვის“ ლიცენზიის და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 14 იანვრის №42 განკარგულება;

3. რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „მეჯინისწალი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ემზარ სურმანიძე (პირადი ნომერი 61006003701);

4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული  წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;

5.  აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

მურთაზ კიკორია