დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-335 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.023.016501 |
|
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება; ბ) „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-143 ბრძანება; გ) „მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-206 ბრძანება; დ) „სურსათის წარმოების სფეროში მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-144 ბრძანება; ე) „საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №2-13 ბრძანება; ვ) „ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №2-9 ბრძანება; ზ) „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების სათანადო მომზადებისათვის საჭირო სასწავლო ღონისძიებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №2-54 ბრძანება. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები