,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016442
54
04/05/2018
ვებგვერდი, 11/05/2018
010250050.35.105.016442
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2018 წლის 4 მაისი

ქ.ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ (www.matsne.gov.ge, 09/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016386) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მიმდინარე წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის  ოდენობით.  აღნიშნული თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4) ტყუპის შეძენისას ერთჯერადი დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

,,5)  მიმდინარე წელს     პირველი-მეორე  შვილის     შეძენისას  სოციალურად დაუცველი ოჯახები – სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“;

გ)  მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მიმდინარე წელს ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და  სხვა  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით მერიაში არსებული სტიქიის კომისიის დასკვნის საფუძველზე. მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;

დ) გეოლოგიური დასკვნა მეწყერის შემთხვევაში;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.“;

დ) დადგენილების მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვალდი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამის კოდი 0604)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია